ლელა ჯეჯელავა - ხვალ ჰელსინკის კომისიის მოსმენაა და განცხადებაში წერია, რომ ეს ხელისუფლება პრობლემაა აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში - ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემური გახდა ყველასთვის, გზაზე დავარდნილი სახედარია და ვიღაცამ უნდა გადაიტანოს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემური გახდა ყველასთვის, გზაზე გაწოლილი დავარდნილი სახედარია და ახლა ეს სახედარი ვიღაცამ გზიდან უნდა გადაიტანოს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემაა აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში და ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებებშიც წერია.

„თუ ხელისუფლებას დაარქვი რუსული და იცი, რომ რუსეთი არის შენი მტერი, ე.ი. ხელისუფლება არის კოლაბორაციაში შენს მტერთან და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ „ხელისუფლება წადი“. გარდა ამისა, ეს ხელისუფლება გახდა პრობლემა არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ პრობლემა გახდა რეგიონისთვის, ხვალ ჰელსინკის კომისიის ორპარტიული მოსმენა უნდა იყოს და აი [მათ განცხადებაში] წერია, რომ ეს ხელისუფლება პრობლემაა აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში. ეს ხელისუფლება პრობლემაა რეგიონის ქვეყნებისთვის: სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის იმიტომ, რომ ისინი უკვე სხვა მიმართულებით მიდიან და ჩვენ სხვაგან ვრჩებით. არც სომხეთისა და არც აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედის საქართველოს რუსეთის უკანა ეზოდ დატოვება და არც დატოვებს არავინ, ეს არის სრულიად გამორიცხული. ჩვენ არ ვაინტერესებთ ჩინეთსაც იმიტომ, რომ რუსეთი ჩინეთის პროქსი ქვეყანაა ისედაც, ეს ყველაფრიდან ჩანს და ჩვენ ჩინეთისთვის საინტერესო ვართ ევროკავშირთან ბმაში. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემური გახდა ყველასთვის, გზაზე გაწოლილი დავარდნილი სახედარია და ახლა ეს სახედარი ვიღაცამ გზიდან უნდა გადაიტანოს, რათა ქვეყანას განვითარების საშუალება მიეცეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ თუ არა იმ პროცესებში, რაც რეგიონში მიდის? როგორ შეიძლება უფუნქციოდ იყოს ქვეყანა?“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავა გადაცემაში „ოცნების“ ლიდერების მიერ სახელისუფლებო გუნდის ყოფილ წევრებზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. ჯეჯელავას თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი ნორმალურ კანდიდატებს აარჩევს, შეიძლება „საქართველოს წელთაღრიცხვა დასრულდეს“.

„ის, რასაც ამბობს ირაკლი კობახიძე წარმოუდგენელია. „ქართულ-ოცნებას“ 6 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა და 5 დაგმობილი ჰყავთ. ზოგი „დიფ სთეითის“ დანიშნული იყო ახლა აღმოჩნდა, რომ ორგზის პრემიერ-მინისტრი დამნაშავეც ყოფილა. პრეზიდენტები ვერ აარჩია ამ კაცმა, ორი პრეზიდენტი მტრად ჰყავდა მოკიდებული. პრემიერ-მინისტრი ყველა დაგმობილია. ვახტანგ გომელაური რომ გვეგონა, რომ ის იყო ერთგული, ისიც მოღალატე ყოფილა კობახიძის გადმოსახედიდან და ლილუაშვილიც. მე როგორც ვხვდები, კობახიძე თვლის, რომ ოცნების“ ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო, ჩვენ რომ იმას ვუყუროთ, ბოლო-ბოლო ივანიშვილი როდის მოახერხებს და ნორმალურ კანდიდატურას შეარჩევს ან პრემიერად, ან პრეზიდენტად, ან შსს მინისტრად, შეიძლება ამასობაში საქართველოს წელთაღრიცხვა დასრულდეს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი