თინა ბოკუჩავა - პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს მელიქიშვილის გამზირი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ

პროტესტის მთავარი კერა უნდა იყოს სწორედ მელიქიშვილი, ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო და 4 ოქტომბერს მელიქიშვილიდან უნდა დავიძრათ რუსთაველის გამზირისკენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მელიქიშვილის გამზირზე, „ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროტესტზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის „ტიტუშკებს“ იყენებს.

„ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული კახა კალაძე „ტიტუშკებს“ იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გახსოვთ, ალბათ, კორცხელში ე.წ. სპორტსმენებმა იძალადეს ადამიანებზე და უმოწყალოდ სცემეს. მას შემდეგ მას ყოველთვის გასდიოდა ამგვარი ძალადობის გამოვლინება. გუშინაც ვნახეთ კალაძის „ტიტუშკები" სამარცხვინოდ როგორ უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალებს, როგორ ესროდნენ მყარ საგნებს. ეს არის რეალურად მათი სახე. ჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი, დაკნინებული პოლიცია არა თუ საქართველოს მოქალაქეს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს „რუსქოცური ტიტუშკების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები