ედგარს რინკევიჩი რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე - სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს პოლონელ მეგობრებსა და მოკავშირეებს

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი პოლონეთის ტერიტორიაზე დრონების შეჭრას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ნატო-ს მოკავშირეებზე.

„სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს პოლონელ მეგობრებსა და მოკავშირეებს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის გამო. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე და შესაბამისი ზომების მიღება უნდა მოხდეს. მოკავშირეები ერთად მუშაობენ და უნდა მუშაობდნენ“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს