პეტერ ფიშერი - ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით - გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია

კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს