კაია კალასი - პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ - არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი

გუშინ ღამით პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ, - არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„ომის დაწყების შემდეგ, გუშინ ღამით პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ. არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი“, - წერს კაია კალასი X-ზე.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსისკთან კონტაქტშია.

„ევროკავშირი პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის ომი არ მთავრდება, არამედ მისი ესკალაცია ხდება. ჩვენ მოსკოვისთვის ამის საფასური უნდა გავზარდოთ, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ და ევროპის თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ“, - აცხადებს კალასი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ