ლევან მაჭავარიანი - მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ - ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხეს

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ - ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხეს, - ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის მოთმენა ძალიან რთულია და დასძინა ისიც, რომ ოპოზიციას არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს.

„სურთ, არჩევნებამდე არეულობა მოხდეს, გამომდინარე იქიდან, რომ განწირულები არიან. ჩვენ საშტაბო მუშაობას ვაგრძელებთ და ძალიან ბევრ მოქალაქეს ვიღებთ. შტაბში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში.

ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია