„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია „გაუშვას „ქართული ოცნება“ და არ დაუთმონ რუსებს ქვეყანა“.

„ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ელჩებს, საელჩოების წარმომადგენლებს ვხვდებით. ძალიან კრიტიკულ მომენტშია საქართველო იმ პირობებში, როდესაც „რუსული ოცნება“ პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოხვდეს. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის სერიოზული საფრთხეა. ბუნებრივია, ჩვენ, ოპოზიცია, ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ხედვა, როგორ ვაპირებთ „ქართული ოცნება“ გავუშვათ, როგორ ვაპირებთ, რომ არ დავუთმოთ რუსებს ეს ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა. 13-ში ჩვენ გვაქვს აქცია. შესაბამისად, ჩვენი საპროტესტო გეგმების შესახებაც გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პატიმრებზეც, არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პატიმრებზე, არამედ სინდისის პატიმრებზეც“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კოალიციის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი არსი ისაა, რომ პარტნიორებს „ბრძოლის სტრატეგია“ გააცნონ.

„ამ შეხვედრის ძირითადი არსი ისაა, რომ ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, საელჩოს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია და ის, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ასევე ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს იმის წარმოდგენა, რომ რაღაც ეტაპზე სიტუაციის ნორმალიზებას მიაღწევს. არ არსებობს სიტუაციის ნორმალიზება, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ივანიშვილის რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას. ეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც უნდა გაიაზრონ. ასევე, ის გზა, რასაც გავივლით იქამდე, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არსებობს. ამასთან, ვინ არიან ამ წინააღმდეგობაში კონკრეტულად, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს