საბა ბუაძე - „ლელო“ ფორმალურადაც დავტოვე - ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების ილუზიის შექმნაში ეხმარება

პოლიტიკოსი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ დატოვა და პარტიის რიგით წევრადაც აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.

„5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში“, - დასძინა მან.

მანამდე ბუაძემ განმარტა მოტივი, რის გამოც დატოვა მან პარტიის რიგები. ბუაძის თქმით, „ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების რაღაც ილუზიის შექმნაში ეხმარება“.

„შეგიძლიათ ფორმალურადაც და ყველანაირად ჩათვალოთ, რომ „ლელო“ დავტოვე. იმ მომენტშივე რეალურად, როდესაც პოლიტიკური თანამდებობები დავტოვე, რადგან მოგეხსენებათ, რაც იყო ჩემი პოზიცია და რაც არის, მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთი ფორმით მონაწილეობა არის შეცდომა.“ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციის გამო, რადგან მიმაჩნდა წინააღმდეგობრივად, იმ გეზის საპირისპიროდ, რომელიც თავის დროზე ჩვენ 26 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ ავიღეთ“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე