ლევან იოსელიანი - დღეს ხელი მოვაწერე პენიტენციურის მიმართ ნინო დათაშვილის საქმეზე რეკომენდაციას, სადაც ვთხოვთ, მისი ჯანმრთელობის მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

„დღეს ხელი მოვაწერე ნინო დათაშვილის საქმეზე რეკომენდაციას, პენიტენციურის მიმართ, სადაც მისი ჯანმრთელობის მიმართულებით ვთხოვთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა ისაუბრა დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებაც და თქვა, რომ ყველა მოინახულა.

„ოპოზიციის წარმომადგენლები საპატიმროში რომ იყვნენ, მივედი და ყველა მოვინახულე. რაც შემეძლო მომეგვარებინა, დავხმარებოდი, ჯანმრთელობა იქნებოდა თუ სხვა ყოფითი პრობლემები, ბევრ საკითხში ჩავერთე”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს