თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.

ადგილზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე პირს პოლიციამ იდენტიფიკაცია მოსთხოვა, რადგან მათ პირბადე ეკეთათ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.

ასევე, გავრცელდა სოციალურ მედიაში კადრები, სადაც ჩანს, რომ ორ გოგონას, რომელთაც პირბადეები უკეთიათ, პოლიცია მანქანაში სვამს.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა "ერთობის" ოფისში რამდენიმე პოლიციელი მივიდა, რომლებიც სთხოვდნენ, დაესახელებინათ, თუ ვის ეკეთა პირბადე. მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ტყემალაძემ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ სამამრთველოში წაიყვანდნენ. მოგვიანებით, მათ ოფისი დატოვეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა