სტივ კოენი - „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა - სამწუხაროა, რომ სენატმა „MEGOBARI აქტი“ არ  მიიღო და არ მიიღებს, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა“ და გასაოცარია, რომ ეს მოხდა

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, - ამის შესახებ „დემოკრატმა“ კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.

მან ისაუბრა „MEGOBARI აქტზე“, კონგრესმენის თქმით, გაუგონარია, რომ მისი მიღება სენატში ვერ მოხდა, რადგან აქტს დიდი მხარდაჭერა აქვს.

“არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის [ბიძინა ივანიშვილი] პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა - მაშინ ილონ მასკის შესახებ არ ვიცოდი - მაგრამ მას ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკში დავინახე - მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. და ვიფიქრე - ეს არის დადებითი პერსონაჟი?..

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, რომ იყო…

რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებს “MEGOBARI აქტს”, რაღაც პრობლემები იყო...

მაგრამ ბატონი [ჯო] უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა”, და გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის”, - განაცხადა სტივ კოენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს