პრემიერი - ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია და ჩამოსულიყვნენ - შეიძლება თავის ატკიება აღარ სურდა ეუთო/ოდირს და მათ პოზიციას გაგებით ვეკიდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ეუთო/ოდირს მისია დაეკომპლექტებინა.

კობახიძის თქმით, შესაძლოა სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩამოსვლას თავი აარიდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისინი ეუთო/ოდირში მოწვევის გაგზავნამდე რეგისტრაციის ვადების ამოწურვას ელოდნენ.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირს ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება, რეალურად. მარტივად, ერთ თვეში შეეძლოთ ამის გაკეთება. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას, რა თქმა უნდა, ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა, მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის - თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება აღარ სურდა ეუთო/ოდირს და ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე