შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირზე - „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“ - თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ

„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“, თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ.

როგორც მან აღნიშნა, ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას, რადგან აქტიური საარჩევნო კამპანია ერთი კვირის წინ დაიწყო.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირის განცხადებას დროსთან დაკავშირებით, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“. თუ დაკვირვების სურვილი ჰქონდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ. იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენც და სხვა პარტიებიც, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას. ასე რომ, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“. არანაირი პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ. გუშინ ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ წუხან, დაკვირვებას ვერ შეძლებს ეუთოო. მოსახლეობას ვეტყვი, რომ შვედეთს არც ერთხელ არ მოუწვევია ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისტორიაში არც ერთხელ, არასდროს მოუწვევია. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, არანაირად არ ეხება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ არა. მეტიც, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, 2024 წლის 11 თუ 12 ნოემბერს იდგა ანტისამთავრობო მიტინგზე, არ აღიარებდა ეუთო/ოდირის დასკვნას და რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებდა „მაიდნისკენ“. ასე რომ, ეს არის ფარისევლური განცხადება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია