სემეკი - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა

სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და 2026 წლის 28 თებერვლამდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა - გრაფიკის სემეკში წარდგენა დაევალა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას შესაბამისი ვადები განესაზღვრა.

კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების (ვარგისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკში უნდა წარადგინოს ქ. რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია