სუს-ის შენობაში  მურთაზ ზოდელავაც მიიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი , "კოალიცია ცვლილებსითვის" წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.

ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში. ზოდელავას სუს-ში შეყვანის მიზეზი უცნობია მისი ოჯახის წევრებისთვის.

მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.

„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი....

ბიძინა რასაც აქ აკეთებს, ამას ჰქვია „ჩემი ბოსტანი ხართ“, ყველგან იმას გვამაგრებს, რომ „ჩემი ყმები ხართ“. ამას სჭირდება პროტესტი, ამბოხი, მშვიდობიანი რევოლუცია, პასუხის გაცემა. ფაქტობრივად, ლევანის [ხაბეიშვილის] გატაცება იყო. დაკავების განსხვავებული ფორმა. ბიძინამ გადაწყვიტა, დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ხალხს გააჩნია ნდობა, სიმპათია და ვისაც გააჩნია უნარი, რომ ქართველ ხალხს მობილიზება გაუკეთოს. ეს არის პერსონალურად ივანიშვილის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, იმ ქაღალდში არაფერი წერია, არც სამხილია. ლევანი ღირსეულად დახვდა და თავისი პოლიტიკური შეხედულება გამოხატა. ფაქტია, ივანიშვილს 4 ოქტომბრის ეშინია. ეს მისი შიში ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ, საქართველო არის გასათავისუფლებელი. ეს დაკავება არის პირდაპირ იმის გამოხატულება, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული შიში ქართველი ხალხის კონცენტრირების“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!