ნინო ლომჯარია - გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ - არ მიკვირს, რომ შეეშინდათ

გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და მერე ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს, რითაც „ნაციონალუირ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება.

„გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და მერე ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ. არ მიკვირს, რომ შეეშინდათ“- წერს ლომჯარია „ფეისბუქზე".

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.

როგორც სუს-ში განაცხადეს, „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს