გიგა ბოკერია - ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს

ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, - ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამის გადაფარვას.

ბოკერია აღნიშნავს, რომ საზოგადოების პასუხი პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს.

„ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით - ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე. ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის ზომას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად. თუმცა სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.

ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად.

ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი, პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს და იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს