ირაკლი კუპრაძე - სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს - ჩვენი გზავნილია, რომ არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ დებს პირობას, რომ გააგრძელებს ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის მხარდაჭერას გამოუცხადებენ ყველა პოლიტიკურ დევნილს.

„ოცნება“ და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში. აგრძელებს ძალადობას და დევნას პოლიტიკური ოპონენტების. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. დღეს სუს-ი არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, სასამართლო არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ არცერთი გოჯი, მისხალი და სანტიმეტრი თავისუფლების. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ ვდებთ ჩვენი მხრიდან სიტყვას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ დევნილს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს