შალვა პაპუაშვილი ჩარლი კირკის მკვლელობაზე  - ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და  ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები საქართველოშიც გააჩინა - მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ

ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია - ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს.

მისი თქმით, ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა.

“ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ.

ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია - ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად.

ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები. ისევე, როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც, ჩვენში, გარედან ჩანერგილი, თავსმოხვეული იდეოლოგია და პრაქტიკაა.

მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ. ზიზღის გავრცელების ქსელში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პარტიული თუ ენჯეო-მედია, „ათასი ბორცვის რადიოს“ მეთოდებით, ფაშისტურ-იდეოლოგიური სპიკერების ტირაჟირებით და ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელში დასაქმებული იდეოლოგები, თავის დროზე თავადაც რეკრუტირებულნი, ახლა თავის მიმდევრებს ეძებენ. ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს. ხოლო ზოგიერთი, გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ-ბლანშს აძლევს.

ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც წამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს.

ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილებაა იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით. იკურნება სიკეთით და სიყვარულით. ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო, თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან,“ - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია