ირაკლი კუპრაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს - ხაბეიშვილი არის რუსული რეჟიმის მორიგი პოლიტიკური პატიმარი

ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი „მორიგი პოლიტიკური პატიმარია ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის“.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის, საპროტესტო ველზე, მათ შორის, არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს