ლაშა ფარულავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება - 4 ოქტომბერი იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის დღე

ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”, ისინი შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება „დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის „ოცნებაში”. მდინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ „პროტოქოცებში“ არ აქვთ და შიშები აქვთ თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ, შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მათ მინდა მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, რადგან ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს