ლაშა ფარულავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება - 4 ოქტომბერი იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის დღე

ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”, ისინი შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება „დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის „ოცნებაში”. მდინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ „პროტოქოცებში“ არ აქვთ და შიშები აქვთ თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ, შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მათ მინდა მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, რადგან ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს