კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად, ყოფილი საჯარო მოხელე, თამარ ბოყოველი წარადგინა

კოალიციის ცნობით, თამარ ბოყოველი კრწანისის მოსახლეობას ყველა იმ პრიორიტეტზე ესაუბრა, რომელიც „ძლიერი საქართველო - ლელოს” საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილია.

„უსაფრთხო ქალაქი თბილისელებისთვის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ქვეყნის ევროპული გზის ერთგულება, პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და ხარისხიანი განათლება ყველა ახალგაზრდისთვის, ეს იმ საკითხების ერთი ნაწილია, რომელზე მუშაობასაც მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში გეგმავს. საკუთარი მიმართვა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტპატიმრების სოლიდარობით დაიწყო, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მალე გათავისუფლება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს