გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. დავით რაზმაძის გადაყენებას საკრებულოს 36 წევრიდან მხოლოდ 10-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ.

„საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა თერთმეტი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იყო - ერთი, შესაბამისად, ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ათი და კენჭისყრის შედეგები ამგვარია - მომხრე 10, მოწინააღმდეგე არცერთი, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნული საკითხი განსახილველად აღარ შეიძლება დაისვას სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, სხდომის სპიკერმა მარლენ ნადირაძემ.

ინფორმაციისთვის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა. კერძოდ, 20 აგვისტოს, The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “როგორ აღმოჩნდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის მოწინავე ხაზზე“. ჟურნალისტი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ესაუბრა, რომელმაც სტატიის მიხედვით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: - “ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას [სააკაშვილი] ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, ისინი კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს