ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული

ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ მიიღეს და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში და რომ ქვეყანაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს.

„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების მთლიანობის, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის კუთხით. სამწუხაროა, რომ „ოდირს“ მიწვევა დროულად არ გაეგზავნა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შინაარსიანი დაკვირვება. საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკის ეს დარღვევა ღრმად შემაშფოთებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. მკაცრად ვგმობთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციულ განაჩენს და რამდენიმე მომიტინგის მიმართ ბოლო დროს გამოტანილ პატიმრობის შესახებ განაჩენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული და ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტის გზა გამოინახოს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისადმი და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების, როგორიცაა ODIHR-ი და RFOM-ი, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მტკიცედ დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

„მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მათ სწრაფვას, სადაც აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს. კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულები ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე