სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წელი მიესაჯათ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს.

ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება