ირაკლი ლექვინაძე - ონლაინ ვაჭრობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70% უკავია და შემთხვევების თითქმის 90% მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება

ონლაინ ვაჭრობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70% უკავია, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით სააგენტოში მომართვიანობა, დაახლოებით, 50 %-ით არის გაზრდილი, რაც, თავის მხრივ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობას უსვამს ხაზს.

„ძალიან მზარდია ონლაინ ვაჭრობის მიმართულება, არსებული კანონი, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს ძალაშია 2022 წლიდან და უკვე მესამე წელია, რაც ამ მიმართულებით ჩვენი სააგენტო მუშაობს. მომხმარებელს, რომელსაც აქვს პრობლემა მოვაჭრესთან, თუ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მოგვმართავენ ჩვენ და ვერთვებით პროცესში. ონლაინ ვაჭრობას სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70% უკავია. წელს, დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი მომართვიანობა და აგვისტოს მონაცემების ჩათვლით, დაახლოებით 850-მდე „ქეისი" გვაქვს დახურული სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საიდანაც თითქმის 70% არის ონლაინ ვაჭრობა. ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი ის, რომ მიმართულება თავისთავად მზარდია და მეორე ის, რომ ფიზიკურად ყიდვისას ნივთს ვამოწმებთ და ონლაინ ვაჭრობისას ამ ნაწილში შეზღუდულები ვართ, ვენდობით მხოლოდ სურათს და აღწერილობას", - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შემთხვევების თითქმის 90% მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება.

„ჩვენი გადაწყვეტილებების თითქმის 90% მომხმარებლების სასარგებლოდ მიიღება და გასული 2024 წელი რომ ავიღოთ მაგალითად, დაახლოებით, 1 მლნ-ზე მეტი ზედმეტად გადახდილი/საპრეტენზიო თანხა იქნა დაბრუნებული ჩვენი ჩართულობით მომხმარებლებისთვის. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მაგალითად მომხმარებელმა დააბრუნა ნივთი და დაიბრუნა თანხა, ან შეუკეთეს და ა.შ. 30 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა ონლაინ ვაჭრობის დროს ექვემდებარება უკვე ჩვენი კანონმდებლობის მოქმედების არეალს და 14-დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა აქვს ყველა მომხმარებელს, რომელმაც შეიძინა ნივთი, მთავარია, პროდუქტს არ ჰქონდეს დარღვეული პირველადი სახე", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს