ადვოკატის ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქიდან ერთი, დუმილის უფლებას იყენებს

ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ გამოყენებულ იქნას გირაო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის პოზიცია არ არის ცნობილი. დღეს, როგორც ცნობილია აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ გამოყენებულ იქნას გირაო”,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა დაკავებულები ერთმანეთს, ადვოკატი აცხადებს, რომ მათ შორის კავშირი არ არის დადასტურებული.

„კავშირი არ არის დადასტურებული. როგორც იცით დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის ცნობილი ეს დამატებითი გარემოებები”,-განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია