კახა კალაძე - შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ევროპასთან კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე

ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან, ერთმანეთს აგინებენ და ალბათ, ხვალაც შეიკრიბებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის.

„ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება არ მოვწონდე, შეიძლება ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ან ვაგინოთ, ან ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა