გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ

ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „საჰაერო სივრცის შემაშფოთებელი დარღვევების წინაშე აშშ ნატო-ს მოკავშირეების გვერდით დგას“.

„დარწმუნებულები იყავით, რომ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს ინციდენტი ხელს უშლის იმ ძალისხმევას, რომელიც აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში ომის დასასრულებლად გაიღო“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეები არ ყოფილა“.

„დრონების მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს არ აღემატებოდა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რომელიმე მათგანი პოლონეთის ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებდა“, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარსინ ბოსაცკიმ აღნიშნა, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა „შეცდომა არ ყოფილა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს