ლონდონში, მიგრაციის საწინააღმდეგო აქციაზე, 25 ადამიანი დააკავეს

ლონდონის ცენტრში 100 000-ზე მეტმა მომიტინგემ მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა გამართა.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, მიგრანტების მოწინააღმდეგე აქტივისტ ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას - „გააერთიანე სამეფო“ - დაახლოებით 110 000 ადამიანი დაესწრო.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მიმართ კრიტიკულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ხელში ეჭირათ პლაკატები, მათ შორის, შემდეგი შინაარსის წარწერით: „გააგზავნეთ ისინი სახლში“.

პოლიციის ინფორმაციით, მომიტინგეები სამართალდამცავების მიმართ ძალადობას იჩენდნენ: ურტყამდნენ ფეხებს, მუშტებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.

პოლიციის ცნობით, 26 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ოთხი მძიმედ.

სამართალდამცავებმა 25 ადამიანი დააკავეს, რაც პოლიციის თქმით, „მხოლოდ დასაწყისია“.

„ვადგენთ არეულობაში მონაწილე პირების ვინაობას და მათ შეუძლიათ ელოდონ პოლიციის მხრიდან მკაცრი ზომების მიღებას მომდევნო დღეებსა და კვირებში“, - განაცხადა კომისრის თანაშემწემ, მეთ ტვისტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია