თათია ნიკოლაშვილი - დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას და მშვიდობიან რევოლუციას

ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, რადგან მშვიდობიანად დაგამხობთო ეუბნებოდა რეჟიმს. ჩვენ აქ ყველა ადამიანი ვიმეორებთ იმავეს, დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, 200 000 დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალზე ხელს არ აწევს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, უკან დასახევი გზა არ არსებობს.

„მოგმართავთ რუსულ რეჟიმს, აქ, სადაც ახლა ლევან ხაბეიშვილის სასამართლო მიმდინარეობს - ჩვენ აქ ყველა ადამიანი, ვინც ვართ ამ ადამიანის გვერდით, არა მარტო თანაგუნდელები, ყველა, ვისაც ის მდგომარეობა აწუხებს, რაც ახლა საქართველოშია, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს იმის გამო, რომ ის ჰპირდებოდა ორასი ათას დოლას ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს არ აწევს საქართველოს მოქალაქეებზე, როგორც მას პირადად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისე არ გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მშვიდობიანად დაგამხობთო ეუბნებოდა ამ რეჟიმს. ჩვენ აქ ყველა ადამიანი ვიმეორებთ იმავეს, დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, ორასი ათასი დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალზე ხელს არ აწევს. ლევანის სიტყვა იყო: „ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს“, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ამიტომ გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს, ვიმარჯვებთ ერთად!“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება