ანკარაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პირდაპირი ეთერის ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ სკანდირებს ხალხი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნას და აფრიალებენ თურქეთის დროშებსა და პარტიულ ბანერებს.

კვირას გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერმა ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ხელისუფლებაში მოკალათებას დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობით.

მედია წერს, რომ ორშაბათს სასამართლომ სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევების გამო, "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" (CHP) 2023 წლის ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რამაც მედიის ცნობით, გავლენა შესაძლოა მოახდინოს 2028 წელს დანიშნული საყოველთაო არჩევნების საკითხზე. ასევე, არ არის გამორიცხული სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება გადადოს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი