ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“ - ფასი უნდა გადაიხადოს ნატო-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის

მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს ნატოს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის.

"რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს. გუშინ ღამით ეს რუმინეთი იყო. მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ფხიზლად ვრჩებით. რუსეთმა კონკრეტული ფასი უნდა გადაიხადოს ნატოს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ჩეხეთი შემდგომ სანქციებს" , - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, გუშინ რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა RO-Alert შეტყობინება ტულჩეანის ოლქის ჩრდილოეთ რაიონისთვის, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო ზონიდან ობიექტების ჩამოვარდნის რისკის არსებობის შესახებ აცნობა.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის იონატ მოშტენანუს განცხადებით, F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც რუსული დრონის გამო ჰაერში აუშვეს, მის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსული დრონების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს სულ უფრო გახშირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს