დიმიტრი პესკოვი - ნატო რუსეთთან ომშია, ეს აშკარაა და დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო რუსეთთან, ფაქტობრივად ომშია, ეს აშკარაა და მტკიცებულება არ სჭირდება.

„ნატო რუსეთთან ომშია. ეს აშკარაა და ამას არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. ნატო ამ ომში, დე ფაქტო, ჩართულია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ნატო კიევის რეჟიმს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ მხარდაჭერას უწევს.

„ნატო კიევის რეჟიმს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ მხარდაჭერას უწევს. ამიტომ, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნატო რუსეთთან ომშია“, - აღნიშნა პესკოვმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში პაუზაა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს