კახა კალაძე ოპოზიციაზე - მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ - არ გამოვა ეს

ეს არის მოძალადე დაჯგუფება, მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა - ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთადერთი სურვილია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, რაც არ გამოუვათ.

„ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ - არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტული ჯგუფების დაფინანსება, რომელიც როგორც კეთილი საქმის გაკეთება ისე ინიღბებოდა.

„ე.წ. NGO სექტორის თანხების სქემა, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, გაშიფრული იყო. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა საზოგადოებისთვის, თუ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება და ინიღბებოდა, ვითომ რაღაც კეთილ საქმეს აკეთებდნენ. რეალურად, თანხები ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას, 30 აკაცუკი რომ გვყავს დღეს. დედაქალაქში არაერთი მცდელობა ვნახეთ რევოლუციის მოწყობის. დღეს უკვე შემოიტანეს სიახლე და უნივერსიტეტების გავლით უნდათ თანხების შემოტანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველაფერს მიეხედება და გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს.

„4 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ისე მერების მიმართულებით, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე