„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე ელენე ხოშტარიას დაკავების გარემოებებზე საუბრობს

ზუსტად არ ვიცით, სად გადაიყვანეს ელენე ხოშტარია. დაკავების დროს არ განუმარტავთ, თუ რაზე აკავებდნენ. უთხრეს, „წამობრძანდით განყოფილებაშიო“, რაზეც ელენეს პასუხი იყო მარტივი, რომ პრობლემა არ აქვს და მიდის განყოფილებაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, დაკავებამდე ელენე ხოშტარია ჰოლანდიის ელჩს შეხვდა, შეხვედრიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან კი სამართალდამცველები დახვდნენ.

„სახლის სადარბაზოში, როგორც კი შევედით, გამოგვეკიდა სუს-ის ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი,ზუსტად არ ვიცი, რადგანაც საიდენტიფიკაციოდ თან არაფერი ჰქონდათ. ლიფტთან გაგვაჩერეს, შემდეგ გადასცეს, რომ აქ არის და მოვედით, ამის შემდეგ უკვე მოვიდა ჯგუფი, რომელმაც განყოფილებაში გადაიყვანა. ზუსტად არ ვიცით, სად გადაიყვანეს ელენე ხოშტარია და ახლა ვარკვევთ. დაკავების დროს არ განუმარტავთ, თუ რაზე აკავებდნენ. უთხრეს, „წამობრძანდით განყოფილებაშიო“, რაზეც პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ პრობლემა არ აქვს და მიდის განყოფილებაში.

მანამდე ჰოლანდიის ელჩთან იყო შეხვედრა, იქ სუსი-ის რამდენიმე მანქანა დავინახეთ, მაგრამ იქ ვერ გაბედეს მოსვლა და შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდით, სახლთან დაგხვდა ჩასაფრებული სუს-ი ან კრიმინალური პოლიცია“, - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.

კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის