სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს

ელენე ხოშტარიას დაკავება დღეს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმს“ ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს.

„კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმიტომ, რომ დაუსჯელი რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ სულ რამდენიმე დღის წინ. კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი. ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდეთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს და პირველ რიგში არ დავუშვათ კორუმპირებული კახი კალაძე გახდეს თბილისის მერი მესამე ვადით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა