გიგი წერეთელი - მმართველი რეჟიმის რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა

მმართველი რეჟიმის რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, საზოგადოების რეაქცია „ავტორიტარულ ქმედებებზე“ უფრო მძაფრი იქნება და ეს კიდევ უფრო დააჩქარებს საჭირო დემოკრატიულ ცვლილებებს.

"ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც “ოცნების” ხელისუფლებას დარჩა ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების წინააღმდეგ, არის ძალადობა და რეპრესიები. ელენე ხოშტარიას დაკავება ბანერზე წარწერის გამო, ამ მარაზმის ნათელი მაგალითია. ისევე, როგორც ამ დღეებში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრება პოლიტიკური განცხადებისთვის, მეგი დიასამიძის დევნა და მანამდე პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების უსაფუძვლოდ ციხეში გამომწყვდევა.

ეს მაშინ, როცა უამრავ მოძალადე დამნაშავეს პასუხს არავინ სთხოვს, რადგან მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. ეს რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა. საზოგადოების რეაქცია ავტორიტარულ ქმედებებზე უფრო მძაფრი იქნება და რეჟიმის გახანგრძლივების მაგივრად, ხალხის დაშინების ეს სტრატეგია კიდევ უფრო დააჩქარებს საჭირო დემოკრატიულ ცვლილებებს", - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში