ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს - ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.

„ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი