ნინო წილოსანი - გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და პარალელურად, ძალისხმევას არ აკლებს, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის მეშვეობით

გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში. ამის პარალელურად გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედია საშუალებების მეშვეობით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

წილოსანის განცხადებით, აქამდეც არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც, ადვოკატის განცხადებაში ნახსენები უცხოელი ჟურნალისტები „მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე“.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ საკმაოდ ცნობილი მედია საშუალების წარმომადგენელი უკავშირდება ადვოკატს და არარეალურ, არაგონივრულ და შემჭიდროვებულ ვადებში ითხოვს პასუხს ისეთ აბსურდულ ბრალდებებზე, როგორიც არის თითქოს დადასტურებულად ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბრალი ადამიანის უფლებების გაუარესების საქმეში და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და კონკრეტული პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ. ამ შემთხვევაში, აღნიშნული წარმომადგენლები მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე და აქ, რა თქმა უნდა, ნათლად იკვეთება ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის კვალი. იმ პირობებში, როდესაც ეს ადამიანი დამნაშავეა თავისთავად ერთი მხრივ მედია სივრცეში არასწორი ინფორმაციის გაშვებით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, თბილისში მიმდინარე რადიკალურ, ექსტრემისტულ აქციებსაც აფინანსებდა. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამხელა დანაშაულში არის დამნაშავე, ამის შემდეგ, ალბათ ერთადერთი დარჩენია, რომ საკუთარი თავის სამართლებლად ასეთი უღირსი საქციელი განახორციელოს“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო