გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

გვჯერა, ჩვენი და ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი, რომ 4 ოქტომბერს ქართული საზოგადოება შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ჩვენი ქალაქების ქუჩებში - მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბარამიძის თქმით, „მშვიდობიანი რევოლუცია“ კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებაა.

„კიდევ ერთი საკითხი. ჩვენ ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს. გვჯერა, ჩვენი და არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება, რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ, პირველყოვლისა, რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით - „არას“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია - ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძე, ასევე, გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და მას სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო, მოღალატეთა, კრიმინალთა რუსული ბანდის მიერ ელენე ხოშტარიას დაკავებას. ის დააკავეს იმ მოტივით, რომ მან რუსული სპეცოპერაციის მონაწილის, კალაძის ბანერი დააზიანა. ამ რეჟიმს თითიც არ გაუნძრევია, საქმეც არ აღუძრავს, როდესაც წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები ირბეოდა, მათ შორის, ტყვიას ესროდნენ. ჩვენს ოფისზე არაერთხელ იყო შეტევა ძალიან სერიოზული ზიანით და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხიფათითაც კი. თუ აღიძრა, მხოლოდ ფორმალურად. ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას არცერთი დამნაშავე არ დაუკავებია. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ელენე ხოშტარიას, რომელმაც თავის მხრივ სოლიდარობა გამოუცხადა ახალგაზრდა გოგონას [მეგი დიასამიძეს]. მან ძალიან სწორი რამ მიაწერა კახა კალაძის სპეცოპერაციის ბანერს, რომ „ოცნება“, რომელიც თავის თავს ქართულს ეძახის, სინამდვილეში „რუსული ოცნება“ და რუსების ოცნებაა. ისინი რუსების საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის