შალვა პაპუაშვილი - გამაოგნებელია, როცა უცხო ქვეყნის დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს ხვდება მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, ეს ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში - ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი

გამაოგნებელია, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება, მას შემდეგ, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა - ზუსტად ასეთი დაუფიქრებელი თუ დაფიქრებული ნაბიჯები ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში. ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანი 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების შემდეგ, ჰოლანდიის ელჩ, მელინე არაკელიანს არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

მისი თქმით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს საქართველოს არჩევნებში ჩარების მაგალითი იქნება.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, სიმართლე გითხრათ, ვენის კონვენციის ხსენება უკვე მეზარება, არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვახსენოთ და შევახსენოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, რომ პოლიტიკაში ჩარების უფლება მათ არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა, დააზიანა არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო ბანერები, შემდეგ როგორც ჩანს, პირად შეხვედრაზე ელჩი ექსტრემისტ პოლიტიკოსს იწვევს. თავისთავად, ამგვარი არაფორმალური ხასიათის შეხვედრები არის პირადი დამოკიდებულებებისა და მხარდაჭერის ჩვენება, რაც გამაოგნებელია, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება, მას შემდეგ, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა.

ზუსტად ასეთი დაუფიქრებელი თუ დაფიქრებული, კიდევ უარესი თუ ეს ქმედებები წინასწარ დაფიქრებული, ჩაფიქრებული და გააზრებული არის, ეს ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში. ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანი 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა და არჩევნების ჩაშლაა. მისი გაცხადებული გეგმაა, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, როდესაც როდესაც გადატრიალებასა და დამხობებზე საუბრობს. [ელჩი] ასეთ ექსტრემისტ პოლიტიკოსს, არაფორმალურ გარემოში, პირად ურთიერთობას თუ პირად სიმპათიებსა და მხარდაჭერებს აჩვენებს, თუმცა ეს, რომ ფორმალური შეხვედრა ყოფილიყო, ესეც პრობლემა იქნებოდა.

ეს გახლავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მაგალითი, თუ კი ეს სიმართლეა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. მომხდარის გამო ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ დაკავებამდე, გუშინ ელენე ხოშტარია საქართველოში ჰოლანდიის ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო