ალექსანდრე ლუკაშენკო - სამხედრო წვრთნების ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებით არავის ვემუქრებით

სამხედრო წვრთნების ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებით არავის ვემუქრებით, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დღეს, ბელარუსის ტერიტორიაზე დაგეგმილი წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნების ფარგლებში ყველაფრის გამოყენებაზე ვვარჯიშობთ. ამას არ ვმალავთ და ეს დასავლეთშიც იციან. მცირე ზომის იარაღიდან გასროლით დაწყებული, ბირთვული ქობინების გაშვებით დამთავრებული. ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებას რა აზრი აქვს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პაველ მურავეიკოს ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბელარუსმა და რუსმა სამხედროებმა „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების სავარჯიშოებიც შეასრულეს.

შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები - „ზაპად 2025“ - 12 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 16 სექტემბერს სრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს