დავით ასათიანმა მოლდოვაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობაზე ისაუბრა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიისა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

„კონფერენციის მთავარი თემა იყო: „იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობა, როგორც სამართლის უზენაესობის ქვაკუთხედი“.

დავით ასათიანი კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა, სადაც იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პროფესიის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ადვოკატთა საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში აქტიურად წარიმართა ევროპის საბჭოს კონვენციის „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ განხილვა და ხაზგასმით აღინიშნა, ყველა ევროპული ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს