ირაკლი კირცხალია - პაატა ბურჭულაძემ 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს

პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ანიტა ხაბეიშვილების" და "კოლექტიური ბურჭულაძეების" განცხადებები მათ რეალურ სახეს აჩვენებს და ადასტურებს, რომ ეს ადამიანები „სისხლზე შეყვარებულ პოლიტიკურ ძალას“ წარმოადგენენ.

„ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტკინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტირებისა და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლება უნდა გადაიბაროს.

ამასთან ბურჭულაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცენ საშუალება, „მშვიდობიანად დაამხონ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს