ირაკლი კობახიძე - ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს - ვიდრე კანონები ყველა მიმართულებით მთელი სიმკაცრით არ მოქმედებდა, იყო კიდეც პრობლემები

ამიერიდან ყველას ახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს - ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს! კანონი მთელი სიმკაცრით იმუშავებს, რაც არის პირობა, რომელსაც საზოგადოებას ხელისუფლების სახელით ვაძლევ , - აღნიშნული განცხადება დღეს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გარკვეულ ეტაპზე, ზოგადად კრიმინალთან დაკავშირებით მიდგომები ლოიალური იყო, რაც მისივე თქმით, სწორი არ არის.

“ხედავთ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით მეტი სიმკაცრის გამოჩენა, რათა ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში მეტად არ გავრცელდეს. ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით უფრო მკაცრი დამოკიდებულების გამოვლენა ყოფილა შესაძლებელი. ეს ეხება სხვადასხვა ტიპის დანაშაულს - ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს.

ვიდრე კანონები ყველა ამ მიმართულებით მთელი სიმკაცრით არ მოქმედებდა, იყო კიდეც პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა