“საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ - მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე თბილისში, რათა შეწყდეს უკანონო ქმედებები

ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება “საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ (IDU) “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

IDU საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლა მოახდინოს.

“"საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი" მოუწოდებს, გათავისუფლდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გასულ კვირას ყალბი ბრალდებებით იქნა დაპატიმრებული.

ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე თბილისში, რათა შეწყდეს უკანონო ქმედებები და აღდგეს კანონის უზენაესობა საქართველოში”, - წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს