„ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარე - გამოკითხვა იყო ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით - ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, ლეგიტიმური საქმიანობაა

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარემ, „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, გამოკითხვა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით იყო.

ლელა ცისკარიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მას შემდეგ, რაც დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, იხდის აქციებში მონაწილე მშვიდობიანი მანიფესტანტების ადმინისტრაციულ ჯარიმებს. თუ გახსოვთ, ზაფხულში მოეწყო უზარმაზარი კონცერტი, სადაც საქართველოს მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს. შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს „თიბისი“ ბანკმა და „საქართველოს ბანკმა“ გადმორიცხეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ თანხა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა.

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" მისია არის საქართველოში უფლებადამცველების მხარდაჭერა, გაძლიერება, ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელება და სწორედ ამ უფლებადამცველების და აქტივისტების საქართველოს მოქალაქეების, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის მათი ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა.

არ ხდებოდა არანაირი ძალადობრივი ქმედების წახალისება, ძალადობა ჩვენ ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ასი დაზარალებული პროკურატურის მიერ ცნობილი და არცერთი დამნაშავე არ გვინახავს. ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ“, - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს