აკაკი ბობოხიძე - 4 ოქტომბრისთვის სერიოზული მზადება მიდის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - გვინდა 4 ოქტომბერს დამთავრდეს ხელისუფლება? მე ხუთზეც არ ვიქნებოდი უარზე, არც იანვარზე, მოთმინებით დავიწყოთ მუშაობა

4 ოქტომბრისთვის სერიოზული მზადება მიდის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ ბირთვი 4 ოქტომბრისთვის მზად არის, ხალხის დანარჩენი ნაწილიც მას გაჰყვება.

„მე არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რამდენად არიან მზად ისინი, ვინც აპირებენ 4 ოქტომბერს რაღაც ორგანიზებულობა შექმნან. მე ვიცი ერთი რამ, თუ ბირთვი არის საკმარისი რაოდენობის, მაშინ ხალხი მზად არის, მას გაჰყვეს, ოღონდ თუ მარტო ხალხი უნდა დაორგანიზდეს იმ წუთში, ასეთი რამე ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც არნახული მასშტაბის მიტინგები იყო. ის მიტინგები იცით ბოლომდე რატომ არ მივიდა? იმიტომ, რომ იყო სპონტანური და სპონტანური მიტინგები [შეიძლება] ნეპალის ვერსიით განვითარდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, საყურებლად კატასტროფული, საშინელებები იყო, ლინჩის წესით გასამართლებები არის საშინელება, რაც არ უნდა კორუმპირებულ ადამიანებს ეხებოდეს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის მოსაზრებით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 4 ოქტომბერს არ დასრულდება, ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს.

„გვინდა მაინც და მაინც 4 ოქტომბერს დამთავრდეს, მე 5 ოქტომბერზეც არ ვიქნებოდი უარს, არც იანვარში დამთავრებაზე ვიქნები უარს. მოდი, მოთმინებით დავიწყოთ მუშაობა. 4-ში თუ დამთავრდება, ხომ ყველაფერი კარგად იქნება? 5-ში დავიწყოთ უკვე იმაზე, ფიქრი, როგორ დავიწყოთ ქვეყნის შენება, მაგრამ თუ არ დამთავრდა 4-ში, რატომ ვამთავრებთ ბრძოლას? რამდენჯერ უნდა ცადო ორმოდან ამოსვლა? სანამ არ ამოხვალ, აბა, სხვა რა საქმე გაქვს ორმოში. გზა, რომელიც დაწყებული გვაქვს და ჯერ მეათედიც არ გაგვივლია, ბოლომდე უნდა გავიდეთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია